ყველა სპორტული სიახლე

ნიკა კვეკვესკირი: ჩვენი მიზანი ერთია - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში დინამო არენაზე ანდორას ანგარიშით 3:0 სძლია.

ზედიზედ მესამე მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი MySports.Ge-სთან ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა. კვეკვესკირის თქმით, მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები ლატვიის წინააღმდეგ მატჩში მოსაგებას ითამაშებს.

ნიკა კვეკვესკირი: "მეტოქის სათამაშო ტაქტიკა ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოველოდით. ჩვენც, მწვრთნელის დავალებას ბოლომდე გავართვით თავი. მნიშვნელოვანია, რომ კარი მშრალად შევინახეთ და ის იშვიათი კონტრშეტევები გაუვნებელყავით. კიდევ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ვფიქრობ, 3:0 კარგი შედეგია. რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც ასე მნიშვნელოვანია ერთა ლიგაზე. განწყობა და მიზანი ამ ჯგუფში ყოველთვის ერთია - მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ.

გვესმის, რამდენად რთული თამაში იქნება. ლატვიამ თბილისშიც დაამტკიცა, რომ საკმაოდ ორგანიზებული გუნდია და ძალიან რთულია მათი დაცვითი ბარიერების გადალახვა, მაგრამ თავისთავად, ჩვენი მიზანი ერთია - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიასა და ყაზახეთს შორის ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ ჩვენი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და გუნდი არ მოდუნდება და სხვა შედეგზე არ ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ ქვეჯგუფში ცხრა ქულით ერთპიროვნულად პირველ ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს სტუმრად, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ