ყველა სპორტული სიახლე

პირველად ისტორიაში - ქართველ მოციგურავეთა წყვილი გრან პრის ფინალშია (ვიდეო)

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ქართველმა მოცეკვავე წყვილმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ გრან პრის ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოცაკვავე წყვილმა შეძლო გრან პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება.

ქართველ მოცეკვავე წყვილთან ერთად ფინალში სამი წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იასპარეზებს.

გრან პრის თასის გათამაშება, ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად ის მაღალრეიტნგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა 
კატეგორიებში საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ ტარდება და მასში მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე სახელოვანი მოციგურავეები მონაწილეობენ.

იუნიორთა კატეგორიაში გრან პრის სერია მოიცავდა შვიდ ეტაპს და იგი ტარდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში, ავსტრიაში, ლიეტუბაში, კანადაში, ჩეხეთში, სლოვენიასა და ბოლო მეშვიდე ეტაპით 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

მოცეკვავე წყვილებში სულ შვიდ ეტაპზე ჩართული იყო 24 ქვეყნის 65 წყვილი, რომლებიც ასპარეზობდნენ გრან პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად, მათ შორის ორ ეტაპზე ოსტრავასა და ერევანში გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ქართველმა წყვილმა სექტემბერში ოსტრავაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიმსახურა და ერევნის ტურნირის წინ ფინალში გასასვლელად მაღალი შანსები შეიქმნა, თუმცა სომხეთში მათ ასპარეზობა საკმაოდ ტიტულოვან ორ წყვილთან რუსეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან მოუწიათ. 15 წყვილს შორის ქართველმა მოციგურავეებმა 164,65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და საერთო რეიტინგულ სიაში ორივე ეტაპის ჯამური შედეგით 318,52 საუკეთესო ექვსეულში მოიპოვეს საგზური გარნ პრის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, რომელიც 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება.

"ვულოცავთ მარიამსა და გიორგის გრან პრის ფინალში დამსახურებულად მოპოვებულ საგზურს. ეს შედეგი მათი მონდომების, მიზანსწრაფულობის, მათი მწვრთნელებისა და ქორეოგრაფების, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მთლიანი გუნდის ერთობლივი დამსახურებაა. გუნდურობისა და მხარდაჭერის ეს განცდა სპორტსმენებისათვის არის ის დამატებითი მოტივაცია, რომელიც მომავალი სტარტების წინ მათთვის მნიშვნელოვანი სტიმულია", - აღნიშნა ტურნირის დასასრულს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიამ გიორგობიანმა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ