ყველა სპორტული სიახლე

მაკფადენმა ტენერიფელებს მოაგებინა, ბურჯანაძე კი განაცხადში არ ყოფილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა წევრმა, თად მაკფადენმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მან თავის გუნდ “ტენერიფე იბეროსტარს” მე-4 ტურის მატჩი სტუმრად, “გიპუზკოა ბასკეტთან” მოაგებინა. სამწუხაროა, რომ სანსებასტიანურ გუნდში არ უთამაშია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც 12-კაციან განაცხადში არ ყოფილა. 

ტენერიფელები თითქმის მთელი თამაში აგებდნენ და ამ შეხვედრას წააგებდნენ კიდეც, საფინალო სირენამდე 1 წამით ადრფე მაკფადენს გამთანაბრებელი ორქულიანი რომ არ ჩაეგდო და ოვერტაიმში კიდევ 7 ქულა არ მიეთვალა. ქართულპასპორტიანი ამერიკელის შედეგიანობით “იბეროსტარმა” შეხვედრა 79:73 მოიგო.

მაკფადენმა სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25:35 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის შემდეგ ტენერიფელთაგან 13 ქულით ხავიერ ბეირანი გამოირჩა. მაკფადენის საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 20-ს უწია და ის ამ მაჩვენებლით თავისიანთაგან საუკეთესო იყო.

4 ტურის შემდეგ “ბასკონიას” დარად 3 გამარჯვება აქვს “იბეროსტარს” და შენგელიას გუნდთან 3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 20 ოქტომბერს, შინ “ფუენლაბრადასთან” გამართავს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ