ყველა სპორტული სიახლე

ვინსენტ კომპანის მამა ბელგიის ისტორიაში პირველი შავკანიანი მერი გახდა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ბელგიაში მერად შავკანიანი აირჩიეს - „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველის მამა, პიერ კომპანი.

უფროსმა კომპანიმ განსჰოერნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა დააგროვა და მერის თანამდებობა დაიკავა.

პიერი ბელგიაში 1975 წელს, ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან.

იგი პოლიტიკაში მრჩევლის სახით 2006 წელს მოვიდა და 2014 წელს ბრიუსელის რეგიონულ პარლამენტში ადგილიც მოიპოვა.

ბატონი კომპანი უფრო ცნობილი თავისი შვილებით არის: ვინსენტი „სიტის“ და ბელგიის ნაკრების კაპიტანია, ხოლო ფრანსუა ბელგიურ კლუბში „KSV რუსელარე“ თამაშობს.

ძმებმა მამას წარმატება მალევე მიულოცეს. ვინსენტმა თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა: „მამა, ჩვენ შენით ძალიან ვამაყობთ. ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ პროგრესი სახეზეა. გილოცავთ!“



ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ