ყველა სპორტული სიახლე

ბრედ გილბერტი: '' ბასილაშვილის ბექჰენდი მსოფლიოში ხუთ საუკეთესოს შორისაა''

პოპულარული საჩოგბურთო გამოცემა Tennis.com პეკინის ტურნირის ჩემპიონის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს.

Tennis.com ბასილაშვილის ისტორიის თხრობას მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგნის, ამერიკელი ბრედ გილბერტის მოგონებებით იწყებს. აღსანიშნავია, რომ გილბერტი, სხვადასხვა წლებში ანდრე აგასის, ენდი როდიკის, ენდი მარის, კეი ნიშიკორისა და სემ ქუერის მწვრთნელი გახლდათ.

გთავაზობთ Tennis.com-ის სტატიას ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ.

მსოფლიოში სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ბასილაშვილი პირველად 16 წლის ასაკში, კალიფორნიაში ნახა და მისი თამაშის სტილით, პიროვნული თვისებებითა და მისი დიდი პოტენციალით აღფრთოვანებული დარჩა.

როდესაც გილბერტი ქართველ ჩოგბურთელთან თამაშობდა, ბასილაშვილი ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, ყველა ბურთს ძალიან ძლიერად ურტყამდა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი, ბასილაშვილის ჩაწოდებულმა ბურთმა ამერიკელი ვეტერანი ჩოგბურთელი კინაღამ ნოკაუტში ჩააგდო.

"მან წარმოუდგენლად ძლიერი ბურთი ჩააგდო, კორტზე უკან დავიხიე და ვფიქრობდი, რომ ბურთი ლამის მილიონი მილი საათში სიჩქარით შეიძლება მომხვედროდა",- იხსენებს გილბერტი.

ამ დარტყმამ და ნიკოლოზ ბასილაშვილის პოტენციალმა ბრედ გილბერტზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.



"მას შემდეგ მას დიდ ყურადღებას ვაქცევდი და მის კარიერას თვალს ვადევნებ. ერთხელ ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ გარდა იმისა, რომ ბასილაშვილი შესანიშნავი ბავშვია, გამიკვირდება თუ ის ტოპ 10-15 ჩოგბურთელს შორის არ მოხვდება. როგორც ESPN-ის ეთერში, რაფა ნადალის წინააღმდეგ მატჩისას აღვნიშნე, მისი ბექჰენდი მსოფლიოში ხუთ საუკეთესოს შორისაა. მან ისწავლა სიჩქარის კონტროლი და ის ახლა უფრო ხშირად თამაშობს ხაზზე", - ამბობს ვეტერანი ჩოგბურთელი.

Tennis.com ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და ATP-ის ბოლო ორი ტურნირისთვის ემზადება, თავად დაუკავშირდა და მკითხველს სატელეფონო ინტერვიუს სთავაზობს.

ბასილაშვილი საკუთარი წარმატების დიდ ნაწილს მის ახალ მწვრთნელს, იან დე ვიტს მიაწერს, რომელთან მუშაობაც როლან გაროსამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

"იან დე ვიტი დამეხმარა და კარგი მიმართულება მომცა. მან ძალიან კარგი რჩევები მომცა, თუ როგორ უნდა ვითამაშო და დამეხმარა არამხოლოდ სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ მენტალურადაც. მწვრთნელს ორი წლის განმავლობაში ვეძებდი, მან კი უდიდესი განსხვავება შექმნა", - განცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Tennis.com-თან ინტერვიუში.

ბასილაშვილმა 2018 წელი 59-ე ნომრად დაიწყოდა ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გავიდა, სადაც კაილ ედმუნდთან ხუთ სეტში გულდასაწყვეტი მატჩი წააგო. ამ წაგებამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ შემდეგი ექვსი მატჩი ზედიზედ წააგო.

"კაილ ედმუნდთან მარცხი ავსტრალიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო მატჩი, რომელიც ოდესმე მითამაშია. ძალიან მინდოდა მოგება, მაგრამ წაგებამ მომცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მემუშავა", - ყვება ქართველი ჩოგბურთელი.

ქართველმა ჩოგბურთელმა როლან გაროსსა და უიმბლდონზე პირველ წრეში, ჟილ სიმონთან წააგო, თუმცა ივლისის ბოლოს მის კარიერაში პირველი ATP ტურნირი, ჰამბურგის 500-იანი შეჯიბრი მოიგო. ჰამბურგში ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფილიპ კოლშრაიბერს, პაბლო კუევასს, პაბლო კარენო ბუსტას, ნიკოლას ჯაარს და ფინალში ლეონარდ მაიერს სძლია.

"ჰამბურგის ტურნირი ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოდგა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში იურგენ მელზერი მატჩზე აწოდებდა, რომც წამეგო, ვიცოდი, რომ კარგი სტილით ვთამაშობდი. კარგი მოგებები მქონდა თიხის საფარის ძალიან კარგი მოთამაშეების წინააღმდეგ", - იხსენებს ბასილაშვილი.



"ATP-ის ორი 250-ანი ტურნირის ფინალში წავაგე, ამიტომ ჰამბურგის ფინალში ძალიან დაძაბული ვიყავი. ორი წაგებული ფინალის შემდეგ ძალიან მინდოდა მოგება. ვიცოდი, რომ თუ მოვიგებდი, 500-იანი ტურნირის ჩემპიონი გავხდებოდი, ამიტომ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო. როდესაც 6:5 ანგრაიშზე ბოლო სეტში მატჩისთვის ვაწოდებდი, ბრეიქპოინტით ვაგებდი, თუმცა შევძელი და გავიმარჯვე, რამაც წარმოუდგენელი თავდაჯერეა შემმატა", - ამბობს ქართველი ჩოგბურთელი.

თავდაჯერებულობა ბასილაშვილს ამერიკის ღია პირველობაზეც გაჰყვა. ნიუ იორკში, პირველ ტურში საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ალჯეზ ბედენეს ხუთ სეტში, ანგარიშით 6:2' 4:6; 6:2; 2:6; 6:4 მოუგო.

"ბედენთან მატჩის მეორე სეტში მთელი სხეული მიკანკალებდა. ვთამაშობდი ფეხების და ყველაფრის გარეშე. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიგე ის შეხვედრა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა და სათამაშო კონდიციები ძალიან ცუდი იყო. ეს იყო კოშმარი. როდესაც მატჩის ბოლოს ბედენს ხელი ჩამოვართვი, ხელებს ვერ ვშლიდი", - ისხენებს საქართველოს პირველი ჩოგანი.



ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის რია პირველობაზე ამერიკელ ჯეკ სოკსა და არგენტინელ გიდო პეიას სძლია, მეოთხე ტურში კი რაფა ნადალთან დამარცხხა, რომლის წინააღმდეგაც ოთხი სეტი ითამაშა.

"არტურ ეშის სტადიონზე ეს ჩემთვის პირველი მატჩი იყო. ძალიან დაძაბული ვიყავი და პირველ ორ სეტში ჩემი ჩოგბურთი ვერ ვაჩვენე, თუმცა შემდეგ დავმშვიდდი და უკეთ და უკეთ დავიწყე თამაში. რაფა ნადალი ზუსტად იმ სტილში იბრძოდა, როგორიც მას სჩვევია", - განაცხადა ბასილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გრანდ სლემზე ასე შორს წასვლა, მისთვის დიდი ტრიუმფი იყო, ნადალთან თამაში კი ძალიან დასამახსოვრებელი, მაშინ, როდესაც ესპანელმა ჩოგბურთელმა 2017 წლის როლან გაროსის მესამე ტურში ბასილაშვილი სამ სეტში, 6:0; 6:1; 6:0 გაანადგურა.

"პარიზში გამართული მატჩის შემდეგ დეპრესიაში ვიყავი, მისი სათამაშო სტილის გამო და იმ სხვაობის გამო, რაც ჩვენ ორს შორის იყო, ორი-სამი თვის განმავლობაში კონცენტრაციას ვერ ვახდენდი. არასდროს მყოლია მოწინააღმდეგე, რომელსაც ასეთი ფიზიკური მომზადება ჰქონდა", - აღნიშნავს ქართველი ჩოგბურთელი. "ნადალთან ორ მატჩს შორის ჩემს ფიზიკურ მომზადებაზე ბევრი ვიშრომე. როლან გაროსზე მის წინააღმდეგ ცუდი მოგენებები მქონდა, თუმცა ამერიკის ღია პირველობაზე უფრო მშვიდად ვიყავი. ჰარდის საფარზე ჩემთვის მის წინააღმდეგ თამაში უფრო მარტივი იყო".



ბასილაშვილმა გრანდ სლემზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ მისი მეორე ATP-ის 500-იანი ტურნირი მოიგო, ამჯერად ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. მან პირველ წრეში კინაღამ ჯეკ სოკთან წააგო, თუმცა სამ სეტში მოიგო და მას შემდეგ არცერთი სეტი დაუთმია. პეკინის ტურნირზე მან ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირის, კაილ ედმუნდსა და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო.

"ფინალში დელ პოტროსთან მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ თამაშმა აჩვენა, თუ რა კარგად ვარ მომზადებული ფიქოლოგიურად იმიტომ, რომ მოგებასა და ფინალში წაგებას შორის დიდი სხვაობაა. პეკინის ტურნირი ძალიან პრესტიჟულია და როდესაც საკუთარ გვარს, ჯოკოვიჩის, ფედერერისა და ნადალის გვერდით ვხედავ, თავდაჯერება მემატება", - ამბობს ბასილაშვილი.

2019 წლისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილს გეგმები და მიზნები არ აქვს, თუმცა საკუთარი თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესება სურს.

"როდესაც იანთან მუშაობა დავიწყე, ჩვენი მიზანი უკეთეს ჩოგბურთელად გახდომა იყო. ჩემი მიზანია, მთლიანად გამოვავლინო პოტენციალი. არასდროს მქონია მიზანი, რომ ტოპ 20, ტოპ 10-ს შორის ან ნომერ პირველი ჩოგბურთელი ვყოფილიყავი. ჩემი მიზანია ვიშრომო და ასი პროცენტით ჩავდო ენერგია ამ საქმეში", - განაცხადა ჰამბურგისა და პეკინის ტურნირის ჩემპიონმა.



რა თქმა უნდა, ის აღიარებს, რომ მსოფლიოში ტოპ 10 ჩოგბურთელს შორის მოხვედრა სასიამოვნო იქნება.

ბრედ გილბერტი: "ყველაფერი, რასაც მან მიაღწია და რასაც ის აკეთებს, არ მაკვირვებს. მისთვის 2018 წლის საუკეთესო ოცეულში დასრულება კარგი იქნება. შემდეგ წელს კი ტოპ 10-ში მოხედრაზე ფიქრიც შეიძლება. ის ახლა უფრო თანმიმდევრულად თამაშობს, უდაოდ სწორი მიმართულება აქვს აღებული. ნიკოს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვგულშემატკივრობდი".

გილბერტის მოსაზრებას იზიარებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ის დამსახურებულად ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ადამიანია.

"ჩემი ქვეყნიდან ერთადერთი წარმომადგენელი ვარ, ვინც ATP-ის ტურნირებს იგებს. როდესაც ვთამაშობ და ჩემი სახელის გასწვრივ საქართველოს ვხედავ, წარმოუდგენლად ამაყი ვხდები. ჩოგბურთი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და თანდათან უფრო მეტი ადამიანი იწყებს თამაშს. ახალგაზრდა მომავალ ჩოგბურთელებს სჯერათ, რომ ისინი ისევე კარგად ითამაშებენ ჩოგბურთს, როგორც მე, ეს კი ძალიან მაბედნიერებს", - აღნიშნავს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ