ყველა სპორტული სიახლე

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის მატჩები ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურში პირველზე არანაკლებ დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა. გათამაშებაში ახალი 2 გუნდი – “ქუთაისი” და “ბათუმი” ჩაებნენ, რომლებიც პირველ ტურში ისვენებდნენ. მეორე ტურის შემდეგ ლიდერი გამოიკვეთა. თბილისის “დელტა” გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც 2 გამარჯვება დაუგროვდა. 

ქუთაისი – მგზავრები 81:74

იმერეთის წარმომაგდგენელი წარმტებით ჩაება დადიანის მემორიალში. ქუთაისელები წინა გათამაშებას ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონ “დინამოსთან” მარცხით გამოეთიშნენ და წელს ტიტულის მოგების ამბიცია გაჩნიათ. იმერული კლუბის მეტოქე “მგზავრები” გახლდათ, რომელმაც გუშინ “ტიტებს” სძლია. ეს შეხვედრაც დაძაბული და თანაბარი გამოდგა, რომლის კვანძიც ბოლო წუთებზე, ქუთაისელთა სასარგებლოდ გაიხსნა. რეგიონის წარმომადგენლებმა “მგზავრებს” 7 ქულის სხვაობით – 81:74 მოუგეს.

“ქუთაისმა” გასული სეზონიდან ორივე ლეგიონერი – დეჟან რაიტი და ჯოონათან ლი შეინარჩუნეს, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ დიდი პლუსია. ამერიკულმა ტანდემმა კარგად შეისწავლა ქართული სუპერლიგა და მომავალ სეზონში იმერულ კლუბს კიდევ უფრო დაეხმარება. უთაისელებმა დაიმატეს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია და პერსპექტიული ახალგაზრდა დავით ლომიძე. შესაბამისად,  დადიანის მემორილზე ყველა მატჩს შესათამაშებლად გამოიყენებენ და თან ტიტულის მოგებასაც ეცებიან, რაც ერთადერთხელ, 2011 წელს აქვთ აღმართული.

შსს აკადემია-ტიტები – კაკტუსი 78:76

ამ მატჩის ბედი დასრულებამდე ბოლოსწინა წამზე გადაწყდა. “შსს აკადემია-ტიტების” კაპიტანმა ბესო ლეჟავამ სამქულიანით 78:76 დააწინაურმა თავისი გუნდი და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა მცირედით, ხან – მეორე. 

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდისთვის პირველი ტურის მატჩიც თანაბარი და დაძაბული იყო, რომელიც ორივემ ბოლო წამებზე წააგო. შესაბამისად, დღევანდელ მოგებას სუპერლიგის დებიუტანტისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” “მგზავრებთან” წაგების შემდეგ დადიანის მემორიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება “კაკტუსს”, ამ გუნდმა ტურნირის ორივე მატჩი ბოლო წამზე წააგო და ჯგუფის დარჩენილ მატჩებს მეტი მობილიზებით შეხვდება.

დინამო – დელტა 73:84

“დინამო თბილისი” დადიანის მემორიალისა და სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის კვალობაზე შეუფერებლად თამაშობს. ირაკლი ხოშტარიასა გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ტურნირში მეორე მატჩიც წააგო. დინამოელებმა გუშინ “თსუ-ჰიუნდაისთან” ბოლო წამებზე წააგეს, დღეს კი “დელტასთან” შეხვედრა შედარებით იოლად – 11 ქულით წააგეს.

“დინამოს” ჰყავს ეროვნული ნაკრების 3 წევრი – მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა, ასევე 3 ლეგიონერი, თუმცა ფაქტია, რომ შეთამაშება აკლია და მომავალში თუ რამე არ გამოასწორა, ახალდაწყებულ სეზონში გვარიანად გაუჭირდება. “დელტას” მოთამაშეებს და მწვრთნელებს კი მხოლოდ ქება. სამაგალითო შემართებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ეს გუნდი ზედიზედ მეორედ იგებს და დუდუ დადიანის მემორიალზე პირველია, რომელმაც მეორე გამარჯვება მოიპოვა.

რუსთავი – ბათუმი 70:56

“ბათუმი” პირველ ტურში ისვენებდა, ხოლო რუსთაველებმა სადებიუტო მატჩი ზემოთხსენებულ “დელტასთან” წააგეს. რეგიონის წარმომადგენელთა შეხვედრა ქვემოქართლელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის დიდი ნაწილი წინ ზღვისპირელები იყვნენ, თუმცა დასკვნით პერიოდში, როცა გადამწყვეტი ეპიზოდი დადგა, რუსთაველებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და მემორიალზე მოგებ-წაგება გაითანაბრეს.

დუდუ დადიანის მემორიალის მე-3 ტურის მატჩები 18 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ