ყველა სპორტული სიახლე

შერმადინის 26 ქულით უნიკახამ მორნარი დაამარცხა

გიორგი შერმადინის ბენეფისი მონტენეგროში. ულებ-ის ევროთასის მორიგი ტურის მატჩი “უნიკახამ” სტუმრად, ბარის “მორნართან” გამართა, რომელსაც ქართველი ცენტრის წინამძღოლობით 96:85 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი მალაგური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინმა 21:20 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 11 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო და რაც ძალიან იშვიათსაინტერესოა, სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლა და დიდი შანსია, გასული მატჩის მსგავსად, ის ევროთასის მე-3 ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს. “უნიკახას” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი შინ, 23 ოქტომბერს, ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლებს. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31