ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას შედეგიანი მატჩი ოლიმპიაკოსთან

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გარჯა კონტინენტის ერთ-ერთი გრანდის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბასკონიამ” ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 5 ქულის სხვაობით – 80:85 დამარცხდა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. ჯამში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტით (24) შენგელია ბასკონიელთაგან საუკეთესო იყო. მატჩის MVP კი ოლიმპიაკოსელი ნიკოლა მილუტინოვი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგებით “ბასკონია” 16-გუნდიანი ევროლიგის მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 19 ოქტომბერს, ბასკონიელები მადრიდში “რეალს” შეხვდებიან.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ