ყველა სპორტული სიახლე

უიმბლდონის საფინალო სეტში გამარჯვებულს ტაი-ბრეიკი გამოავლენს

2019 წლიდან, უიმბლდონის გათამაშებებში საფინალო სეტის ბედს ტაი-ბრეიკი გადაყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტურნირის ორგანიზატორმა - ბალახის ჩოგბურთის ყველა ინგლისურმა კლუბმა (AELTC) დღეს გაავრცელა.

ახალი წესის მიხედვით, როდესაც ტურნირის ნებისმიერ მატჩში, საფინალო სეტში ანგარიში 12-12 გახდება, დაინიშნება ტაი-ბრეიკი. გამარჯვებული გახდება ის მოთამაშე ან გუნდი, რომელიც მოიგებს 7 ქულას, 2 ან მეტ ქულიანი უპირატესობით.

ცვლილება დაინერგება უიმბლდონის კაცების, ქალების, წყვილების, შერეული წყვილების და ახალგაზრდულ გათამაშებებში.

კლუბის თავმჯდომარის, ფილიპ ბრუკმა განაცხადა: „ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, AELTC-ის კომიტეტმა გაითვალისწინა მოთამაშეების და ოფიციალური პირების წინადადებები, შეისწავლა ბოლო ორი დეკადის განმავლობაში გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები და ისეთი ნიუანსები, როგორიცაა შეხვედრების განრიგის დალაგების სირთულე, გულშემატკივართა ყურების გამოცდილება.

ბრუკის თქმით, ცვლილების მიზანი ხანგრძლივი მატჩების თავიდან აცილებაა, როგორიც იყო 2010 წლის შეხვედრა ჯონ ისნერსა და ნიკოლას მაჰუტს შორის. აღნიშნული თამაში 11 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ფინალური სეტი ისნერმა მოიგო, ანგარიშით 70-68. 

ისნერი გასული წლის უიმბლოდნის ეპიკური შეხვედრის მონაწილეცაა, სადაც მან მეხუთე სეტი კევინ ანდერსონთან დათმო, ანგარიშით 26-24.

ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ