ყველა სპორტული სიახლე

WU17 | საქართველოს ფრე შვედეთთან

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრში შვედეთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
 
ანგარიში შვედებმა გახსნეს, 24-ე წუთზე სვეტლანა გაბელაიას კარი ზუსტი დარტყმით ნინა კოპანგმა აიღო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხა, 78-ე წუთზე შვედებს ნათელა წოწერიამ გაუტანა. 

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს მასპინძელი ჰოლანდიისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები შეხვდებიან. 

ამ ეტაპზე, ორ თამაშში მოპოვებული ერთი ქულით საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთერთმეტე ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.

შვედეთი 1:1 საქართველო

სპორტპარკ იულიანა, გრავენზანდე

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, აკობიძე, დანელია, ეჯიბია, ბებია, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (90' ცაავა)

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოციტიძე, მწყერაშვილი, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გაფრთხილება: 60' ველდაი, 79' ბებია

გოლები: 1:0 კოპანგი (24), 1:1 წოწერია (78)

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 23 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ