
კვერკველიას გამარჯვების გოლი რუსეთის პრემიერლიგაში (ვიდეო)
რუსული პრემიერლიგის მე-11 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვს" უმასპინძლა.
შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, გამარჯვების გოლი კი სოლომონ კვერკველია გაიტანა.
ქართველი მცველი "ლოკოს" სასტარტო შემადგენლობაში იყო, შედეგიანი დარტყმა კი მე-60 წუთზე შეასრულა.