ყველა სპორტული სიახლე

მაკფადენის 18 ქულა ტენერიფელებს მოსაგებად არ ეყოთ

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ესპანური “იბეროსტარის” ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს გუნდიც საკმაოდ დაწინაურებულია ესპანურ ლიგაში, თუმცა გასულ, მე-5 ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია. ტენერიფელებს ამ შეხვედრამდე 4-დან 3 მოგება ჰქონდათ, თუმცა შინაურ არენაზე “ესტუდიანტესთან” ფეხი დაუცხათ – 73:81 წააგეს და ლიდერებში ვერ გაერივნენ. 

როგორც წესი, თად მაკფადენი თავისიანთაგან საუკეთესო იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ერთ მომენტში მან თავბრუ დაახვია მეურვეს და სამქულიანი ჩააგდო (იხილეთ ვიდეო). მაკფადენმა 3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 

3 მოგებით და 2 მარცხით “იბეროსტარი” ცხრილში მე-5 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 27 ოქტომბერს, სტუმრად “ანდორასთან” გამართავს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ