ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარეობს.

საქართველოს სახელით პირველ ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა მოჭიდავემ, გიორგი ლომთაძემ და ავთანდილ კენჭაძემ იჭიდავეს.

74 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში კენჭაძე რუს სიდაკოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა ქართველმა ფალავანმა თითო-თითო ქულა მოიპოვა, მისმა მეტოქემ კი ორი ქულა აიღო და გამარჯვებაც სწორედ რუსს დარჩა. ავთანდილ კენჭაძე კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ცნობისთვის, 125 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი ფინალში იჭიდავებს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ