ყველა სპორტული სიახლე

საქართველო რეკორდსმენთა შორის - 76 მატჩი და მეორე ადგილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება ზედიზედ ოთხი მოგებით დაიწყო და ნახევარფინალის საგზურის მიღების გარდა, C ლიგაში აღზევდა.

ამ დროისთვის ჩვენ ნაკრების ანგარიშზე 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლია, რაც ერთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

სათამაშო სტატისტიკასთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს გულშემატკივრთა სტადიონზე დასწრების მონაცემებით. საქართველოს უეფას ერთა ლიგის გათამაშების B, C და D ლიგის თამაშებზე დასწრების მხრივ მეორე მაჩვენებლი აქვს. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ სამ ლიგაში გამართულ 76 შეხვედრაში, დინამო არენაზე დაფიქსირებული გულშემატკივართა დასწრების რაოდენობა ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის მატჩს დინამო არენაზე 45 716 გულშემატკივარი დაესწრო, რაც B და D ლიგაში რეკორდული მაჩვენებელია. პირველ ადგილზე C ლიგის მატჩია, ბუქარესტში გამართული რუმინეთისა და სერბეთის შეხვედრას ეროვნულ სტადიონზე 48 513 ქომაგი ესწრებოდა.



ცნობისთვის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ამ დროის მონაცემებით 52 ათას გულშემატკივარს იტევს.

უეფას ერთა ლიგის აბსოლუტური რეკორდი ამ დროისთვის კი ინგლისსა და უემბლის სტადიონს ეკუთვნის. ლონდონში ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს, ინგლისსა და ესპანეთს შორის, უემბლიზე 81 392 გულშემატკივარი დაესწრო. საერთო ჯამში А ლიგაში მოთამაშე ნაკრებთა მატჩებზე ყველაზე მაღალი დასწრება ფიქსირდება, სადაც რეიტინგი საუკეთესო 12 ნაკრები ასპარეზობს.



ერთა ლიგაზე დასწრების საერთო მაჩვენებლით კი საქართველო მეათე ადგილზეა.

1. (А) ინგლისი - ესპანეთი 81 392
2. (A) საფრანგეთი - გერმანია 80 783
3. (А) საფრანგეთი - ჰოლანდია 76 452
4. (А) გერმანია - საფრანგეთი 67 485
5. (А) პორტუგალია - იტალია 52 635
6. (А) ჰოლანდია - გერმანია 52 536
7. (А) ესპანეთი - ინგლისი 50 355
8. (А) პოლონეთი - პორტუგალია 48 783
9. (C) რუმინეთი - სერბეთი 48 513
10. (D) საქართველო - ლატვია 45 716



შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 15 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ანდორას ესტუმრებიან, ხოლო 19 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ყაზახეთს უმასპინძლებენ. შესაძლოა აღნიშნულ შეხვედრაში საქართველომ აბსოლუტური რეკორდი დაამყაროს და მეორე პოზიციიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ