ყველა სპორტული სიახლე

ლუკა ბულაშვილმა ესპანეთში სეზონი შედეგიანად გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი – ლუკა ბულაშვილი ესპანეთში წარმატებით ასპარეზობს. ბულაშვილი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფის ბინადარ “კულერედოში” ირიცხება და 2 მატჩის ჯამში უკვე 63 (!) ქულა აქვს ჩაგდებული.

“კულერედომ” საწყის ტურში სტუმრად “ბეტანზოსს” 79:75 სძლია და ლუკამ 30 ქულა მიითვალა, მე-2 ტურში კი ქართველი ლეგიონერი კიდევ უფრო შედეგიანად გაისარჯა. ლუკას გუნდმა ამჯერად “გარბახოსას” უმასპინძლა და ოვერტაიმში 87:76 მოიგო, ჩვენებურმა კი თითქმის შეუცვლელად – 43 წუთს ითამაშა და 33 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ბულაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 17-დან 8 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ლუკა ბულაშვილის გუნდი ჯგუფის სათავეშია, ხოლო შემდეგი მატჩი 27 ოქტომბერს, სტუმრად, აუტსაიდერ “როსალიასთან” ელის.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ