ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი მაისურაძის ოქროს მედალი მინსკის საერთაშორისო ტურნირზე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის დასკვნით მეშვიდე ეტაპზე გამოსვლის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "Ice Star 2018", რომლის ერთეულთა კატეგორიაში გამოდიოდნენ ქართველი მოციგურავეები ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე.

ირაკლისა და ალინასათვის მინსკის ტურნირი მორიგი სერიოზული საერთაშორისო სტარტი იყო სომხეთის ეტაპის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 დღიანი ინტერვალი აშორებდა ქართველ მოციგურავეებს ახალ სტარტს, ირაკლი მაისურაძე და 
ალინა ურუშაძე ფიზიკურად და მორალურად მაქსიმალურად მომზადებულები და გამარჯვებისათვსის განწყობილები გაემგზავრნენ ტურნირში მონაწილეობი მისაღებად. 

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა და იუნიორთა კატეგორიაში სულ მონაწილეობდა 16 ქვეყნის 102 მოციგურავე. 10 ქვეყნის 15 მოციგურავე ვაჟს შორის იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ და წარმოადგინა თავისი მოკლე და თავისუფალი პროგრამები. მაღალი კონკურენციის პირობებში მან 209, 14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა , რაც სეზონის დასაწყისისათვის წარმატებული შედეგი და სერიოზული განაცხადია მომავალ ტურნირების წინ მისი ცნობადობის გაზრდისა და კონკურენტუნარიანი რეიტინგისათვის. 

საკმაოდ დამაჯერებლად და მიზანსწრაფულად გამოვიდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც, რომელიც ასპარეზობდა 11 ქვეყნის 22 მონაწილეს შორის. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამურმა მაჩვენებელმა 139, 12 მხოლოდ 1,4 ქულით დააშორა იგი ბრინჯაოს მედალს. ნიშანდობლივია, რომ ალინამ თავისუფალ პროგრამაში მესამე ადგილი დაიმსახურა , რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ ელემენტთა ტექნიკური მონაცემებითა და პროგრამის კომპონენტური შემადგენლობით იგი მზად არის მომავალ ტურნირებზე კონკურენტული ასპარეზობისათვის.

Image may contain: 1 person, playing a sport and text

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ულოცავს ირაკლი მაისურაძეს გამარჯვებასა და დამსახურებულ პირველ ადგილს , ალინა ურუშაძეს კი წარმატებულ სტარტს. ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს ქართველ მოციგურავეთა მხარდასაჭერად და თვლის, რომ თითოეული სპორტსმენის ყოველი გამარჯვება და მოპოვებული მედალი საქართველოში ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციისათვის აუცილებელი და სტიმულის მომცემი შედეგია და სერიოზულ პერსპექტივებს უსახავს სპორტის ამ ულამაზესი სახეობის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ