ყველა სპორტული სიახლე

29 ტური: დინამომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ლიდერმა საბურთალომ ისევ მოიგო

ეროვნული ლიგის 29-ე ტური ევროპა ლიგის ზონისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. საჩხერის ,,ჩიხურამ“  საკუთარ მოედანზე გორის ,,დილას“ უპასპინძლა და მიშიკო სარდალიშვილის დუბლის წყალობით დაამარცხა.

სტუმრებმა მატჩის 63-ე წუთზე ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა საბოლოო  შედეგის შეცვლა  ვერ მოახერხეს. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ,,ჩიხურამ“ სატურნირო ცხრილში 50 ქულით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის შემოქმედები, გათამაშების აუტსაიდერები გახდნენ. ბოლნისის ,,სიონსა“ და ,,სამტრედიას“ შორის გამართული დაპირისპირება - 6 გატანილი გოლით დასულდა და ის  მასპინძლებმა ანგარიშით 4-2 მოიგეს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდში დუბლით თავი  ვილი ისიანმა გამოიჩინა, ხოლო თითო გოლი კი დათო კირკიტაძემ და გუნდის ვეტერანმა - ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს.

სტუმრთა მხრიდან გოლები ლაშა კუჭუხიძეს და გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა  . ,,სიონი“ ამ მოგების შემდეგ  კონკურენტ ,,სამტრედიას“ უკვე 6 ქულით უსწრებს და მე-8 პოზიციას იკავებს.

შანსი იმისა, რომ თბილისის ,,დინამოს“  ,,საბურთალოსთან“ მინიმუმ 4 ქულიანი სხვაობა შეენარჩუნებინა, დედაქალაქელებმა ხელიდან გაუშვეს. კახა კაჭარავას გუნდმა დინამო არენაზე  თბილისის ,,ლოკომოტივის დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულა.

დინამოელებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის (განსაკურებულად მატჩის მეორე ნახევარში) რეალიზება ვერ შეძლეს. ,,დინამოს 29 ტურის შემდეგ  59 ქულა რჩება,  ამ მაჩვენებლით  დედაქალაქელები მეორე პოზიციას იკავებენ და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ ,,დინამოს“ ერთი გამოტოვებული მატჩი ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ აქვს გასამართი.

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ“ საკუთარ მოედაზე  ,,რუსთავს“ უმასპინძლა. ევრო-ზონისთვის მებრძოლი  მოქმედი ჩემპიონები, ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა თამაშის სცენარი სხვაგვარად წარიმართა.

უჩა სოსიაშვილის გუნდი შეხვედრის 56-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ  დააწინაურა. წინასწორობა რამდენიმე წუთში თორნიკე კაპანაძემ აღადგინა. 2 წუთში ბექა ქავთარაძემ ,,რუსთავი“ ისევ წინ გაიყვანა. ქულის მომტანი გოლი მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს. 29 ტურის შემდეგ ,,ტორპედოს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო ,,რუსთავი’ კი 30 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

თბილისის ,,დინამოს“ მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ ,,საბურთალოს“ მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. გიორგი ჭიაბრიშვილის  გუნდმა ფოთის ,,კოლხეთთან“ ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

,,საბურთალომ“ თავის მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. მაქსიმუმი რაც სტუმრებმა ამ შეხვედრაში მოახერხეს ერთადერთი, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლის გატანა იყო, რომელიც ლუკა იმნაძის ანგარიშზეა. 29 ტურის შემდეგ ,,საბურთალოს“  66 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

eliga.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ