ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების პროგრესი ფიფას რეიტინგში

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიო რეიტინგის განახლებული შედეგები გამოქვეყნდა.

ფიფა/კოკა კოლას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა. უეფას ერთა ლიგაზე 13 და 16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში, ანდორასა და ლატვიის ნაკრებების წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თერთმეტი სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის განახლებულ მონაცემებში 1265 ქულით 92-ე ადგილს იკავებს. 

ცვლილებაა ასევე მსოფლიო რეიტინგის ათეულში, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერტი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს ბელგიის ნაკები იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩს 15 და 19 ნოემბერს გამართავს. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორას ესტუმრება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 19 ნოემბერს დინამო არენაზე ყაზახეთს უმასპინძლებს.

საქართველო რეკორდსმენთა შორის - 76 მატჩი და მეორე ადგილი

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ