ყველა სპორტული სიახლე

მოთამაშეთა ასოციაციამ მემორანდუმი იურიდიულ კომპანია CLL-თან გააფორმა

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა-გიორგი გამყრელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სპორტული სამართლისა და მენეჯმენტის ცენტრისა და იურიდიულ კომპანია შპს “CLL” წარმომადგენლებთან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:

1) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის წევრებისთვის,

2) სპორტის სამართლის და მენეჯმენტის მიმართულებით რეკომენდაციის მიცემა კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის წევრებისთვის,

3) ხელშეკრულებების გადახედვა,

4) ერთობლივი კონფერენციების ჩატარება,

5) სპორტული ღონისძიებების ორგანიზება/დაგეგმვა,

6) რეკომენდაციების მომზადება კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციისათვის.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია” ლაშა-გიორგი გამყრელიძის თაოსნობით 2013 წლის 23 სექტემბერს დაფუძნდა. ასოციაციის მიზნები გახლავთ:

1. საზოგადოებაში “კალათბურთის” როგორც პროფესიის პოპულარიზაცია,

2. კალათბურთელების (მათ შორის, ვეტერანების) უფლებების დაცვა, რაც აგრეთვე
მოიცავს მათი ინტერესების დაცვას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე და ამ მიზნით კალათბურთელების წარმომადგენლობას საკალათბურთო კლუბებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის სკეფ, FIBA და FIBA EUROPE-ში ასევე ნებისმიერ სასამართლოსა თუ კერძო არბიტრაჟში,

3. კალათბურთელების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკეფ), საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინოსტროს თუ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობა და კალათბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობა,

4. მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება “ევროპის კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია”-სთან, რომელშიც გაწევრიანებულია ისეთი ქვეყნების მოთამაშეთა ასოციაციები, როგორიცაა იტალია (GIBA), ესპანეთი (ABP), საბერძნეთი (PSAK), საფრანგეთი (SNB), ისრაელი (IBPA),გერმანია (SP.IN), ბელგია, კვიპროსი, პორტუგალია, ჰოლანდია. რუსეთი.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ