ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს თასი | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

26 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან ორ-ორი კლუბი იღებდა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: გაგრა - დინამო თბილისი; თელავი - ტორპედო. ნახევარფინალური ეტაპის ორივე შეხვედრა 7 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების კალენდარი იხილეთ - ბმულზე.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ