ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი პარიზის მასტერსის მეორე ტურშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის მეორე ტურში გავიდა.

ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქში წლის ბოლო ტურნირში იღებს მონაწილეობას, სადაც პირველ ტურში მისი მეტოქე ავსტრალიელი 29 წლის წონ მილმანი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ავსტრალიელს 6:4 სძლია, თუმცა მილმანმა მეორე სეტში თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ბასილაშვილი მეორე ტურში უბრძოლველად გავიდა.

მეორე ტურში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სამხრეთ აფრიკელი, კევინ ანდერსონი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ვენაში, ერსთე ბანკის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში სწორედ სამხრეთ აფრიკელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.

შეხვედრა ქართველ და სამხრეთ აფრიკელ ჩოგბურთელებს შორის 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული

პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 28 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და დღევანდელი მონაცემებით ATP-ის რეიტინგში მეოცე ადგილზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ