ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი დაასრულა.

ბასილაშვილი პარიზის მასტერზე ასპარეზობდა, სადაც მეორე წრეში გავიდა. მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იყო, რომელთანაც ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში, ანგარიშით 4:6; 7:6(7:3); 6:7(3:7) წააგო.

მატჩი ორ საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველ სეტში მარცხის შემდეგ, მეორე სეტში ტაიბრეიქში იმარჯვა, თუმცა მატჩის დასკვნით სეტში ასევე ტაიბრეიქში 3:7 დამარცხდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილი და ანდერსონი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ და სამივე სეხვედრა სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ ტურში მოგებით საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა 28 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში სავარაუდოდ ერთი პოზიციით დაწინაურდება. სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წელს მსოფლიოს 21-ე ნომრად დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. ბასილაშვილმა ATP-ის ორი 500-იანი ტურნირის მოგება, ჰამბურგსა და პეკინში შეძლო. მსოფლიოს 21-ე ჩოგანი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

ივლისში ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, ჩემპიონატის ძირითად ბადეში ხუთ მეტოქეს სძლია, ფინალში 2017 წლის ჩემპიონი, არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში პირველი ATP-ის ტურნირი მოიგო.



ოქტომბერში კი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მეორე ხუთასიანი ტურნირი გაიფორმა. ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი, ჯეკ სოკთან დათმო, დანარჩენ შეხვედრებში კი მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 6:4 სძლია.



აქამდე ATP-ის ტურნირის მოგება ქართველი ჩოგბურთელებიდან მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველმა მოახერხა, რომელმაც საბწოთა კავშირის სახელით უიმბლდონის ფინალშიც ითამაშა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ