ყველა სპორტული სიახლე

ახალგაზრდა ქართველი მოციგურავეების წარმატება სლოვაკეთში

1-4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაშიფიგურულ ციგურაობაში "Tirnavia Ice cup 2018" თასის გათამაშება ჩატარდა, რომელშიც იუნიორთა და ნოვისების კატეგორიაში 20-ზე მეტი ქვეყნის 125-მდე მოციგურავე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრტის მოციგურავეები ასპარეზობდნენ: 

ანადეა გულბიანი-შმიდტი(იუნიორი), ეკატერინე იაზადჯი, ქეთევან მახარაძე, დავით გურგენიძე, ინგა ფუტკარაძე, ილია გოგიტიძე (ნოვისები).

ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავეებმა თავიანთ კატეგორიებში საკმაოდ შედეგიანად იასპარეზეს და სრულყოფილად წარმოადგინეს თავიანთი მოკლე და თავისუფალი პროგრამები. ასეთი რანგის ტურნირებზე ყოველი ახალი გამოსვლა ქართველი სპორტსმენებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სტარტია, რომელიც მეტი გამოცდილების, მსაჯებისა და სპეციალისტების მხრიდან შეფასებების და რეკომენდაციების მიღებისათვის აუცილებელი აქტივობაა.

ტურნირზე ნოვისების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს: 91,40 ქულით ილია გოგიტიძემ, 43,09 ქულით დავით გურგენიძემ და 37,76 ქულით ქეთევან მახარაძემ. ეკატერინე იაზადჯის მიერ მიღებული 39,25 ქულა მეოთხე მაჩენებელი აღმოჩნდა ერთიან სიაში და მხოლოდ 0,35 ქულა დააკლდა მესამე ადგილზე გასასვლელად. ანადეა გულბიანი-შმიდტმა ორი პროგრამის ჯამში 103,78 ქულით 19 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

ფიგურული ციგურაობის პრესსამსახური

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ