
მილტონ ჰეიგი: "საქართველო ელოდა ამ თამაშს - ფსიქოლოგიურად და მენტალურად ჩვენ მზად ვართ"
იტალიასთან 10 ნოემბერს გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართვლოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- მერაბ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთი წლის წინ, უელსთან საქართველოსთვის შესანიშნავ მატჩში ითამაშეთ. რას ელით ხვალინდელი შეხვედრიდან, გსურთ რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ იტალიას თუ დაამარცხოთ?
მერაბ შარიქაძე: პირველ რიგში, ჩვენი მიზანი წინააღმდეგობის გაწევა არასდროსაა. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე. იმიტომ, რომ არავის ახსოვს წაგებული, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ითამაშე. როცა აგებ, ყველას მხოლოდ გამარჯვებული ახსოვს. ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ. ამ მომენტისთვის, ვფიქრობთ, რომ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შანსები გამოვიყენოთ.
მილტონ ჰეიგი: ბოლო წლებში ხშირად ისმოდა კითხვა, როდის ეთამაშება საქართველო იტალიას. ახლა აქ ვართ, ხვალ მათ ვეთამაშებით. ნაკრებშიდანაც და რაგბის კავშირიდანაც ყველა ჩართულია. მთელი საქართველო ელოდა ამ თამაშს. ფსიქოლოგიურად, მენტალურად ჩვენ მზად ვართ.
- იტალიის დამარცხება მნიშვნელოვანია. იქნება ეს ხვალინდელ თამაშში თქვენთვის, მორაგბეებისთვის ზეწოლა?
შარიქაძე: კი, ცხადია, ეს დამატებითი ზეწოლაა, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და გვესმის, რომ უნდა შევეგუოთ ამას. ეს ჩვენს თამაშში არ აისახება. არ აქვს მნიშვნელობა მატჩი მნიშვნელოვანია თუ არა, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებით, ბოლომდე ვთამაშობთ და ვთამაშობთ მოსაგებად.
- იცნობთ თუ არა იტალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, თუ გუნდის წინააღმდეგ მოემზადეთ და არა თითოეული მოთამაშის წინააღმდეგ?
შარიქაძე: ცხადია, გუნდურადაც მოვემზადეთ და ინდივიდუალურად, პოზიციურადაც შევისწავლეთ ჩვენი მეტოქეები.
- ბატონო ჰეიგ, ვარჯიშზე ვნახე, რომ თქვენ გუნდს დაცვით სტილში ავარჯიშებდით, რას ელით ხვალ მატჩისგან და იტალიისგან?
- ბოლო წლინახევრის განმავლობაში იტალიის ნაკრების თამაში საგრძნობლად შეიცვალა. ეს იმან გამოიწვია, რომ მათ სურთ სრულყონ საკუთარი ძალები. ჩვენ ხვალ კარგ თამაშს ველით. ვეცდებოთ რომ ბურთი გამოვიყენოთ. თამაშის მნიშვნელობაზე აქამდეც ვისაუბრეთ. მთელი ქვეყანა მზადაა ამ მატჩისთვის, რაგბის ყველა გლშემატკივარი ელის იტალიასთან დაპირისპირებას და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს თამაში ჩვენთვის შანსია, რომ კიდევ უფრო მეტად ისაუბრონ ჩვენს ექვს ერში გაწევრიანებაზე. არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ეს თამაში იქნება ექვსი ერის აზრის შეცვლის მიზეზი, მაგრამ კარგი თამაშით უფრო მეტად ისაუბრებენ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვსწავლობდით მეტოქეს. თუმცა ხვალინდელი თამაში უფრო ჩვენზე იქნება. სასტვენის ხმა ხვალ გაისმება და ბრძოლაც სწორედ მაშინ დაიწყება.
- ბატონო ჰეიგ, თქვენი მწვრთნელობისას, ქართული რაგბი საკმაოდ განვითარდა. ფიქრობთ რომ ქართული რაგბი სტრუქტურულად მომავლისთვის მზად არის, თუ წინსვლა კონკრეტული პერსონებშია?
- პირველ რიგში მადლობა. არა, არ მიმაჩნია რომ ეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის დამსახურებაა. თუ დააკვირდებით საქართველოში რაგბის განვითარებას, ეს წარმოუდგენელია. რა იყო, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში და რა ვითარეებაა ახლა, სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ქართული რაგბის დახმარებას. მომავლის მიზანია, რომ განვაგრძოთ მატჩების მოგება და უკეთ გავუწიოთ კონკურენცია მეტოქეებს. თუ გადახედავთ ახალგაზრდული ნაკრების შედეგებს, მიხვდებით, რომ ქართულ რაგბის მომავალში ძალიან კარგი მდგომარეობა ექნება.
- რას ფიქრობთ ექვს ერზე, უნდა გადაკეთდეს შვიდ ერად, თუ რაიმე სხვა გზით უნდა მოხდეს თქვენი ამ ტურნირში ჩართვა?
ჰეიგი: თავიდანვე ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ექვსი ერი უნდა გაფართოებულიყო. ჩვენ გვსურს მხოლოდ შანსი გვქონდეს, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება.
- საქართელოს ნაკრებს რამდნიმე მოთამაშე ტრავმის გამო დააკლდება. რას გვეტყვით იმ მოთამაშეებზე, რომლებიც განაცხადში არიან, რამდენად კარგად არიან ისინი მონზადებულნი და ზოგადად როგორ გაიარა გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი?
ჰეიგი: ეს რაგბია, ტრავმები ამ თამაშის განიყოფელი ნაწილია. ჩვენი გუნდითვისაც უცხო არ არის, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ერთად მოკლება. ეს შანსია დანარჩენი მოთამაშეებისთვისაც. მოსამზადებელ პერიოდში მათ დიდი ენთუზიაზმი აჩვენეს.