ყველა სპორტული სიახლე

ტალახაძის რეკორდი და ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის წოდება მესამედ მოიპოვა. 

ქართველმა ძალოსანმა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 7 რეკორდი დაამყარა და პირველობა არავის დაუთმო. 

ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) აშხაბადის მსოფლიო ჩემპინატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და 2 რეკორდიც დაამყარა. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო მესამე მისვლით საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კილოგრამი აიტაცა.

ტალახაძემ აკვრაში 245, 252, 257 დაძლია და სამივე მისვლა სარეკორდო გამოდგა. ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამშიც (474 კგ.), სადაც საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენა! 

სხვადასხვა, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ