ყველა სპორტული სიახლე

19-წლამდელებმა გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო, გიორგი მიქაძის გუნდმა ლიხტენშტაინი 7:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან ჰეთ თრიქით გიორგი გულიაშვილი გამოირჩა. თითო გოლიც ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ და გიორგი ივანიაძემ გაიტანეს.

მთავარმა მწვრთნელმა ლიხტენშტაინთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, გელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ინჯგია, ფაცაცია, ნანობაშვილი.

ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელმა 4:1 დაამარცხა აზერბაიჯანი. სწორედ აზერბაიჯანთან ელის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეხვედრა. მატჩი 17 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ