
ჩაკვეტაძის გოლი და შეწყვეტილი მშრალი სერია
უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა და პირველი გოლი გაუშვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ანდორას ესტუმრა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც სტუმრებმა მე-9 წუთზე გატანილი სწრაფი გოლით გახსნეს. შეტევაში ჩართული ოთარ კაკაბაძის პასს გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.
მასპინძლებმა გათანაბრება და საშინაო დაუმარცხებელი სერიის გაგრძელება 63-ე წუთზე შეძლეს. კრისტიან მარტინესმა ლორიას მახვილი კუთხიდან გაუტანა და წონასწორობა აღადგინა.
5 ტურის შემდეგ D დივიზიონის პირველ ჯგუფს საქართველოს ნაკრები 13 ქულით ლიდერობს. მომდევნო ეტაპზე ნაადრევად გასული ვაისი გუნდი დასკვნით შეხვედრას მეორე ადგილზე მყოფ ყაზახეთთან 19 ნოემბერს, თბილისში გამართავს.
ანდორა - საქართველო 1:1