ყველა სპორტული სიახლე

კვეკვესკირი: ''ძალიან მაგარი ადრენალინია, როდესაც 50 ათასამდე ქართველი ''საქართველოს'' ყვირის''

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთს ანგარიშით 2:1 სძლია.

მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "ერთა ლიგაზე ჩვენს ასპარეზობას ცალსახად დადებითდ ვაფასებ. იმიტომ, რომ გვყავს ახალგზარდული ნაკრები, რომელმაც აჩვენა თამაშის კარგი ხარისხიც და შედეგიც. ერთადერთი თამაში იყო ანდორასთან, სადაც ფეხბურთელებიც არ ვართ კმაყოფილები არც ხარისხით და არც შედეგით, მაგრამ კარგია, რომ გუნდი ამ მცირე ჩავარდნის შემდეგ ისევ ფეხზე დადგა, აჩვენა ლამაზი ფეხბურთი და გაახარა ქართველი გულშემატკივარი შედეგითაც.

ძალიან მაგარი ადრენალინია, როდესაც 50 ათასამდე ქართველი საქართველოს ყვირის და ფეხბურთელებისთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია. უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს და სწორედ ამისთვის ვიბრძოდით დღეს, რომ იგივე რაოდენობის გულშემატკივრის წინაშე ვითამაშოთ ერთა ლიგის ნახევარფინალში.

"ტობოლთან" კონტრაქტი ოფიციალურად დამიმთავრდა. არის "ტობოლისგა" შემოთავაზება, არის სხვა გუნდებისგანაც, განხილვის ეტაპზე ვართ. ცოტას დავისვენებთ და მალე გაირკვევა ჩემი მომავალი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე D ლიგის პირველ ჯგუფში ხუთი მოგებითა და ერთი ფრით პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რის გამოც უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი შინ, დინამო არენაზე უმასპინძლებს.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ