ყველა სპორტული სიახლე

კვირის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელები - მოდრიჩი, ჩაკვეტაძე, მესი

საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე მატჩის შემდეგ გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

Transfermarkt-ის ოფიციალურ ვებგვერდზე "ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში" ჩაკვეტაძე დღეს, 21 ნოემბერს ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მადრიდის "რეალის" ხორვატი ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.



აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბრის მონაცემებით, "გენტის" ქართველი ნახევარმცველი ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდუსა და კილიან მბაპეს შემდეგ ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. "ყველაზე ნახვადი ფეხბურთელის" მონაცემები 24 საათში ერთხელ იცვლება, ჩაკვეტაძე კი უკვე ორი დღეა ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებს. Transfermarkt-ის 11 სექტემბრის მონაცემებით გიორგი ჩაკვეტაძის ღირებულება ხუთ მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გულშემატკივრები ყველაზე ხშირად სწორედ Transfermarkt-ის ვებგვერდს მოიხმარენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდორა-საქართველოს მატჩზე გიორგი ჩაკვეტაძეს კატალონიის "ბარსელონას" სკაუტები აკვირდებოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, მათ შორი "ტოტენჰემი", მიუნხენის "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია" და"რომა".

აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეკომპანია SkySports-ზე მიმდიანრეობს უეფას ერთა ლიგის საუკეთესო გოლის გამოკითხვა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის ყაზახეთის კარში გატანილი გოლი ლიდერობს.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძე ბელგიურ "გენტში" 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. მას შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა კლუბში 34 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ქართველი ლეგიონერი მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ