
საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა
თიბისი რაგბის სერიების დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ტონგას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შეძლო.
პირველ ტაიმში სტუმრები ორი ზუსტი ჯარიმით 6-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, რასაც შეხვედრის 25-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგაძის ლელოთ და აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვით უპასუხეს და ტაიმიც მინიმალური უპირატესობით მოიგეს - 7:6.
მეორე ნახევრის სტარტზე ტონგელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 9 ქულა მოაგროვეს, საქართველოს ნაკრები კი 14 მორაგბით დარჩა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დაჯაბნა და კარში დარტყმული ჯარიმით თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთხელ დააწინაურა ჰეიგის შეგირდები. 71-ეწუთზე აბჟანდაძემ მოედნაზე კვლავ 14 მოთამშით მყოფი მასპინძლები მორიგი ზუსტი ჯარიმით 13:9 დააწინაურა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველმა მორაგბეებმა მეორე ლელოს გატანაც მოახერხეს. თავი ზურაბ ჟვნიამ გამოიჩინა, აბჟანდაძემ კი საბოლოო ანგარიში, 20:9 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალისთან სტუმრად მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ჰეიგის შეგირდებმა შინ სამოელთა დამარცხება შეძლეს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი