ყველა სპორტული სიახლე

ოფიციალურად: საბურთალო ჩემპიონია!

ეროვნული ლიგის ეროვნული ლიგის გამარჯვებული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გამოვლინდა. 33-ე ტურში ,,საბურთალომ“ მიხეილ მესხზე მისი უშუალო კონკურენტი თბილისის ,,დინამო“ მიიღო და 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა ბუდუ ზივზივაძის მიერ გატანილი გოლით შეძლეს, თუმცა სტატუს-ქვო რამდენიმე წუთში გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრინის შედეგად აღადგინა. 24-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა დინამოელთა კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამრიგად ,,საბურთალომ“ არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილმა მწვრთნელის რანგში რიგით მეორე საჩემპიონო ტიტული მიითვალა.

eliga.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ