ყველა სპორტული სიახლე

ქართველი კალათბურთელი აშშ-ში - "სკოტლანდ კამპუს სპორტსის" მცველის ყოველდღიური პროგრესი

ამერიკული ბლოგი, ZackSmart.com-ი ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელზე, ამირან ხაზალიაზე საინტერესო ბლოგპოსტს აქვეყნებს.

ამირან ხაზალია პენსილვანიაში გამგზავრებამდე ზაზა ფაჩულიას აკადემიაში თამაშობდა, ახლა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი უფრო დიდი გეგმებისთვის იბრძვის. ხაზალია სხვა ლეგიონერებთან ერთად, მათ შორის ქართველ ლუკა წურწუმიასთან ერთად სკოტლანდ კამპუს სპორტსში ირიცხება.

"ბევრისთვის, საქართველოდან პენსილვანიაში მრავალსაათიანი მგზავრობა და ახალი ენის, კულტურის, აკადემიური სისტემისა და ცხოვრების წესის მორგება დიდი გამოწვევაა. თუმცა, სკოტლანდ კამპუს სპორტსის ამირან ხაზალიასთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე ზაზა ფაჩულიას პრეზტიჟულ საკათბურთო აკადემიაში თამაშობდა, ეს ყოველივე ჩვეულებრივი გეგმის ნაწილია.

მეთორმეტე კლასის, ექვსი ფუტის სიმაღლის პერსპექტიული მოთამაშე, ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას ბურთის კონტროლის, კალათაში სროლისა და დაცვაში თამაშის უდიდესი უნარით გამოირჩეოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა მისთვის  იყო შესაძლებლობა  ეთამაშა ელიტაში და ყოველდღიური ვარჯიშით, კიდევ უფრო დაეხვეწა და წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები. 17 წლის ამირან ხაზალია დღეს გაცილებით უკეთ გრძნობს ამერიკულ სპორტს, მან კიდევ უფრო გაზარდა ბურთის კონტროლის  ხარისხი, რაც თანაგუნდელებზეც აისახა. ისინი ამირანის თამაშით თავდაჯერებულები  არიან”, - წერს ბლოგპოპსტის ავტორი ქართველ ახალგაზრდა კალათბურთელზე.

"ამერიკული კალათბურთი განსხვავებულია იმ სათამაშო სტილისგან რომელიც ჩემს ქვეყანაშია. აქ ყველაფერი სწაფი ტემპით ვითარდება. თამაში სწრაფია და შენც სწრაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ამერიკაში კალათბურთის თამაში ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. მინდოდა დამენახა ჩემი შესაძლებლობები, თუ რამდენად ძლიერი ვიყავი და რამდენად შევძლებდი შემდეგ საფეხურზე გადასვლას", - ციტირებს ამირან ხაზალიას ავტორი.

ბლოგპოსტის ავტორი ასევე ხაზალიას შესანიშნავ საკალათბურთო უნარჩვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეტოქეს წნეხის ქვეშ ამყოფებს, რაც ასევე მისი კომუნიკაციის უნარის დამსახურებაცაა.

"მას შემდეგ რაც ამირანმა  შეისწავლა მთავარი მწვრთნელის, ბლეიკ კინგსლის თავდაცვის სისტემა, მან ამ კომპონენტში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და დახვეწა თამაშის მეთოდები. თვალსაჩინოა მისი გარჯა მსროლელთა პოზიციების წინააღმდეგ როდესაც  მთელს მოედანზე წნეხის ქვეშ ამყოფებს მოწინააღდმეგეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მის პროდუქტიულობას მისივე კომუნიკაცის უნარი აძლიერებს", - ნათქვამია სტატიაში.

ამირან ხაზალია: "მე ასევე გავაუმჯობესე დაცვის წინასწარ განსაზღვრა... ეს გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება და მკარნახობს თუ როგორ უნდა ვიმოქმედო მოედანზე".

სკოტლანდ კამპუს სპორტსში ინტენსიურმა ვარჯიშმა, ფიზიკურმა მომზადებამ  და მონდომებამ, ახალგაზრდაზრა პროგრესული სპორტსმენი უფრო საიმედო მცველად ჩამოაყალიბა.

სტატიაში ხაზალიას მონაცემებსა და პროგრესზე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბლეიკ კინგსლიც საუბრობს.

ბლეიკ კინგსლი: "მას აქვს მტკიცე სურვილი დიდ წარმატებას მიაღწიოს. გათვითცნობიერებული აქვს, რომ მიზანს მხოლოდ დაუღალავი შრომით მიაღწევს. მან თამაში ყველა კომპონენტში გააუმჯობესა. მას აქვს თავდასხმითი ინსტინქტები და უნდა განაგრძოს თავდაცვაში თამაშის დახვეწა".

სკოტლანდ კამპუსში ხაზალია თავის ბავშვობის თანაგუნდელთან, მსროლელ ლუკა წურწუმიასთან და სხვა ლეგიონერებთან ერთად იმყოფება.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ