ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უეფას ერთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ნაკრები რეიტინგშიც დაწინაურდა და საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე მეოთხე კალათში იმყოფებოდა.

წილისყრის სედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები შვეიცარიას, დანიას, ირლანდიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის მატში დაიწყება.

A ჯგუფი: ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო;

B ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი;

C ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ჩრ. ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი;

D ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი;

E ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი;

F ჯგუფი: ესპანეთი შვედეთი ნორვეგია რუმინეთი ფარერები მალტა;

G ჯგუფი: პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონი,ა ლატვია;

H ჯგუფი: საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა;

I ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო;

J ჯგუფი: იტალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 12 ქვეყანა უმასპინძლებს, რომელიც 2020 წლის 12 ივნის - 12 ივლისს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, 2020 წლის მარტში იბრძოლებს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ