ყველა სპორტული სიახლე

ილიას ზუროსი: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის სრული მხარდაჭერა"

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქრთველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში 71:69 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ კომენტარი ქართველთა დამრიგებელმა, ილიას ზუროსმა გააკეთა. 

ილიას ზუროსი: "პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს გუნდს, მათ მთელი გულით ითამაშეს. ჩვენი კალათბურთელები ამ თამაშში 200 პროცენით დაიხარჯნენ. ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოვიგეთ. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა ფაქტობრივად არ ჰქონიათ და მათთვის რთული იყო თამაშის რიტმს აყოლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის სრული მხარდაჭერა. იმიტომ, რომ საქართველო ძალიან ამაყი ქვეყანაა, რასაც ჩემი ჩამოსვლის დღიდან ვგრძნობ. მადლობელი და ამაყი ვარ, რომ დღეს მათთვის მოვიგეთ. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა სამაჯურები, სადაც წერია "ქართული სული", დიდი გული და სიამაყე - ეს არის საქართველო... ხანდახან კარგია ლამაზად თამაში, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ. მირჩევნია, არც ისე კარგად ვითამაშოთ, არ გამოგვიციდეს ლამაზი სანახაობა, მაგრამ მოვიგოთ".

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ