ყველა სპორტული სიახლე

გიორგი შერმადინი: "იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი"

ისრაელთან ოვერტაიმში მოგებული (71:69) შეხვედრის შემდეგ კომენტარი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებმა გააკეთეს. 

გიორგი შერმადინი: "მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც სპორტის სასახლეში მოვიდა, ან ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე მივულოცო ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ მოგებაში. ვიცით, რომ ისრაელი საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდა, მათ რიგებში თამაშობდნენ ასევე კალათბურთელები ევროლიგიდან. იმ მომენტში, როდესაც ბოლო ორქულიანი ჩავაგდე, ალბათ გავფრინდებოდი... ძალიან ბედნიერი ვიყავი".

დუდა სანაძე: "ძალიან მაგარი თამაში იყო, ველოდით ასეთ ბრძოლას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, მათ ამ თამაშში დიდი როლი ითამაშეს".

ტედ მაკფადენი: "საქართველომაც და საბერძნეთმაც ბოლომდე იბრძოლა, ორივეს გვსურდა გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ. გიორგი შერმადინმა გუნდისთვის დიდი სამუშაო გასწია, ის ჩვენი კაპიტანია".

გოგა ბითაძე: "ისრაელმა ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთ რთულ თამაშში მოვიგეთ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მიზერულია, თუმცა ჩვენ ყველა მატჩს მოსაგებად მოსაგებად ვთამაშობთ. თუ მოგვეცემა შანსი, ძალიან კარგი იქნება".

ფოტო: fiba.com

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ