ყველა სპორტული სიახლე

გენო პეტრიაშვილის ტრიუმფი რუსეთში

რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი, ალანები 2018 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა ქართველი ფალავნებიდან სამმა ფინალში გასვლა შეძლო. 

ბექა ლომთაძემ (61 კგ) დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 3-4 დათმო შეხვედრა რუსების დაღესტნელ ფალავან რამაზან ფერზალიევთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) მასპინძელ ტიმურ ბაჟოევთან წააგო. 

ფინალური დღე გენო პეტრიაშვილის ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში ირანელი ჯაბელ სადეზადეხი 10-1 გაანადგურა. პეტრიაშვილმა ფინალამდე რუსი მეტოქეები ოსტაპ პასენოკო (5-0) და ვიტალი გოგლოევი (12-4) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ რობერტ ნელსონს აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო.

ჭიდაობა / ძიუდო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ