ყველა სპორტული სიახლე

MBG-იმ “წყალტუბოს” მეორედაც მოუგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა

სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი “ა” ლიგა დაკომპლექტდა და 15 იანვრიდან დაიწყება. ტურნირის მე-6 წევრის ვინაობა დღეს გაირკვა. ლიგაში უკვე მყოფ “აფხაზეთს”, “არენა-ორბს”, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, “თბილისს” და “ვერას” დღეს MBG-იც შეუერთდა. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა “წყალტუბოს” საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩიც მოუგო და “ა” ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

6 იანვარს MBG-იმ თბილისში 88:70 მოუგიო “წყალტუბოს” და საპასუხო მატჩისთვის სოლიდური უპირატესობა შეიქმნა. დღეს კი ქუთაისში გამართული შეხვედრა MBG-ელებმა 89:79 მოიგეს და 2 მატჩის ჯამში დიდი უპირატესობით იმარჯვეს. კობეშავიძის გუნდს ისევ ლეგიონერებმა ულიდერეს: დეონტა ნორთმა 29, ხოლო ჯეროდ სანდერსმა 28 ქულა ჩააგდო. 10-10 ქულა მიითვალეს ნიკა რამიშვილმა და დარკო კოჰადარევიჩმა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ორმაგი დუბლებით დაასრულეს მატჩი “წყალტუბოს” ლეგიონერებმაც, მაგრამ მათი გარჯა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა იაგოშ კრემიჩმა, ხოლო დმიტრო ტიხონოვის ანგარიშზე 13 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა. წყალტუბოელთა ბომბარდირი კი გიორგი კუჭავა გახდა 19 ქულით.

მაშ ასე, “ა” ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია და ტურნირი სტარტს 15 იანვრიდან აიღებს. “ა” ლიგის 6 მონაწილე 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ნახევარფინალში დაწყვილდება. ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო მეორეადგილოსანი სუპერლიგის მე-9 ადგილზე გასულ გუნდთან გადასასვლელ საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს.

წყალტუბო – MBG
სტატისტიკა: 79:89
gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ