ყველა სპორტული სიახლე

ბითაძის 10 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება ლიუბლიანაში

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ამჯერად ადრიატიკის ლიგაში. პოდგორიცელები ლიუბლიანაში “ოლიმპს” შეხვდნენ და 77:72 დაამარცხეს. 19 წლის ქართველმა ცენტრმა რიგიანად ითამაშა და გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.

19 წლის ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 22:31 წუთით გამოჩნდა, რაც იმ ნაადრევი ჯარიმების გამო იყო, რაც მას თავიდანვე დაუგროვდა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 10 ქულა შეადგინა. ამასთან, ქართელ ცენტრს 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასიც ჰქონდა.  გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11 შეადგინა, რაც თანაგუნდელთა შორის მესამე მაჩვენებელი გახლდათ.

17 ტურის შემდეგ 12 მოგებით “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგაში მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა 4 თბერვალს, შინ, თანამემამულე “მორნართან” ელის. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ