
შოთა არველაძის ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
შოთა არველაძის ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ქართველი მწვრთნელის გუნდმა ალ-ნასრის, რომლის ღირსებას ალვარო ნეგრედო იცავს, 2:1 სძლია და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშვია, რომ ტაშკენტის ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა.
ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქეები ჩავის ალ-სადი (ყატარი). ალ-აჰლი (საუდის არაბეთი) და პერსეპოლისი (ირანი) იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩები 5 მარტიდან დაიწყება.