ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პარტნიორი ჰყავს

13 მარტს, შევარდენის სარაგბო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირსა და პირველ ქართულ ვისკ JIMSHER–ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პრესკონფერენციაზე მხარეებმა გეგმები და მიზნები წარადგინეს, რომლის განხორციელებას რაგბის კავშირი ახლო მომავალში ახალ პარტნიორთან ერათად გეგმავს.

მოგახსენებთ, რომ კომპანია "ქართველი" 2016 წლიდან, საქართველოში, პირველ ქართულ ვისკის JIMSHER აწარმოებს და  აქტიურად უდგას მხარში ქართული ხელოვნების თუ სპორტის არაერთ მიმდინარეობას. რაგბი და მისი მხარდაჭერა კი დღეისათვის კომპანიის პრიორიტეტია, მითუმეტეს, რომ 2019 წელს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშების გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში იაპონიაში გაიმართება, ხოლო 15 მარტს გუნდი რუსეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში 17 მარტს, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნული ნაკრების გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.









რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ