ყველა სპორტული სიახლე

ბექა ღვინიაშვილი ტატამს ეკატერინბურგის გრანდ სლემზე უბრუნდება

საქართველოს ძიდუოისტთა ნაკრები 15-17 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგ გრანდ სლემში ჩაერთვება.

საქართველოს სახელით ტურნირზე თორმეტი ძიუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის კი ბექა ღვინიაშვილიცაა, რომელიც მიმდინარე წელს ტატამზე პირველად გამოვა. 

ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ეკატერინბურგის გრანდ სლემზე:

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
-90კგ - უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
-100კგ - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100კგ - გელა ზაალიშვილი

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2023 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ