ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მეტოქეების ვინაობა გაირკვა. 

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 9/10 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები 16/17 აპრილს.

მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები:

აიაქსი vs იუვენტუსი

ლივერპული vs პორტო

ტოტენჰემი vs მანჩესტერ სიტი

მანჩესტერ იუნაიტედი vs ბარსელონა

კენჭისყრის შედეგად მეოთხედფინალის პირველი მატჩის მასპინძელ გუნდად ბარსელონა გადაწყდა. თუმცა წესების თანახმად, სიტისა და იუნაიტედს ერთი და იმავე სათამაშო დღეს მატჩის გამართვა არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულ წყვილებს მასპინძელ-სტუმრის სტატუსი შეუცვალეს და მანჩესტერ იუნაიტედი პირველ მატჩს შინ, ოლდ ტრაფორდზე გამართავს.

ნახევარფინალში კი ერთმანეთს ტოტენჰემსა და მანჩესტერ სიტის შორის გამარჯვებული აიაქსსა და იუვენტუს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ლივერპული-პორტოს წყვილში გამარჯვებული, ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებული იქნება.

ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:

ტოტენჰემი/სიტი vs აიაქსი/იუვენტუსი

იუნაიტედი/ბარსელონა vs ლივერპული/პორტო

შეგახსენებთ, რომ ფინალი 1 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე გაიმართება. ფინალური შეხვედრის ნომინალური მასპინძელი კი პირველ ნახევარფინალში გამარჯვებული იქნება.

ფეხბურთი, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ