ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალის წილისყრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის წილისყრა.

ამ ეტაპზე მონაწილეობს თასის მეორე ეტაპზე გამარჯვებული 12 გუნდი, რომელთაც დაემატათ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 10-10 გუნდი.  

შეგახსენებთ გათამაშების ფორმატს - რანგით დაბალი ლიგის მონაწილე გუნდი წყვილში სარგებლობს მასპინძლის უპირატესობით. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება 16-17 აპრილს.


ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ