ყველა სპორტული სიახლე

გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის ფინალში 13 ქულით შეაბიჯა

გოგა ბითაძე და მისი “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ფინალში არიან. ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწვეტ მატჩში პოდგორიცელებმა ზაგრებში ხორვატული “ცედევიტა” 78:73 დაამარცხეს და შარშან მოგებულ საჩემპიონო ტიტულს სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” დაიცავენ.

პოდგორიცელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მასპინძლებს გამარჯვება ბოლო წამებზე გამოჰგლიჯეს. პირველი პერიოდი “ცედევიტამ” 21:10 მოიგო, მაგრამ მეორეში ბითაძის წინამღოლობით “ბუდუჩნოსტმა” 29:20 იმარჯვა და თამაშში დაბრუნდა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. დასკვნით წუთბზე პოდგორიცელებმა მეტი სიზუსტე და ორგანიზებულობა გამოავლიენს და გამარჯვებას მიაღწიეს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:30 წუთი გაატარა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 13 ქულა, გუნდში უმეტესი 7 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ცენტრმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთიც სამჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი წესები 8-ჯერ დაირღვა. ბითაძის სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით გუნდში მხოლოდ ნემანია გორდიჩს (16) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 5 პასი მიითვალა. ბომბარდირი კი 19 ქულით ერლ კლარკი გახდა.

ფინალური სერია 3 მოგებამდეა. მოედნის უპირატესობა “ცრვენა ზვეზდას” აქვს. ფინალური მატჩები 12, 14, 17 და თუ საჭირო გახდა, 19 და 22 აპრილს გაიმართება. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ