ყველა სპორტული სიახლე

საბურთალოს საოცარი დებიუტი ევროთასებზე! თბილისელებმა შერიფი 3:0 დაამარცხეს

  • შერიფი 0:3 საბურთალო
  • 0:1 - როლოვიჩი (30), 0:2 - კოხრეიძე (67), 0:3 - კაკუბავა (71)

გიორგი ჭიაბრიშვილის საბურთალომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გასვლაზე მოლდოვის ჩემპიონი - ტირასპოლის შერიფი 0:3 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში თავური დარტყმით საბურთალოს მონტენეგროელმა ლეგიონერმა ოგნიენ როლივიჩმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ლევან კაკუბავამ, 71 წუთზე როლოვიჩის მსგავსად ასევე თავური დარტყმით დააფიქსირა.

განამეორებით მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ჩაატარებს.

 

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ