ყველა სპორტული სიახლე

ნიკა დარბაიძე კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისის “ოლიმპში” გაატარა, კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტი ქალაქ ჩეტინეს კლუბ “ლოვჩენ 1947”-თან გააფორმა. გასულ სეზონში “ლოვჩენმა” მონტენეგროს ჩემპიონატის ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ “ბუდუჩნოსტთან” დათმო. დარბაიძის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად ადრიატიკის მე-2 ლიგაში იასპარეზებს.

ნიკა დარბაიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გასულ წლებში ის ეროვნული ნაკრების ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის თვალთახედვის არეშიც მოექცა. დარბაიძეს მუდმივად იძახებენ ეროვნულ გუნდში და იგი განვითარებას სისტემატიურად აგრძელებს. მონტენეგროს ჩემპიონატსა და ადრიატიკის ლიგაში თამაში მისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. 
gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ