
საქართველოსა და დანიას შორის მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი, დინამო არენაზე, დანიის წინააღმდეგ გამართა.
დინამო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, დანიაში გამართული პირველი მატჩისგან განსხვავებული შეხვედრა იხილეს.
საქართველოს ნაკრებმა დანიას დიდი კონკურენცია გაუწია. ჩვენი ფეხბურთელები როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ და დანიელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცეს.
პირველ ტაიმში დანიელებს უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მეორე ტაიმში ქართველებიც გააქტიურდნენ და მეტოქის კარისკენ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.
საბოლოოდ კი შანსები ვერცერთმა გუნდმა გამოიყენა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს, ასევე თბილისში, 12 ოქტომბერს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.