ყველა სპორტული სიახლე

რონალდუ „ოქროს ბუცს“ მეოთხედ ჩაიბარებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბუცის“ მოგებათა რიცხვით აბსოლუტური რეკორდსმენია.

უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებისთვის განკუთვნილი პრიზი 1968 წელსაა დაწესებული. რონალდუ მას მეოთხედ დაეუფლა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.

გასულ სეზონში პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის 30 წლის ფორვარდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის  35 მატჩში 48 გოლი გაიტანა. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, რონალდუს კუთვნილ ჯილდოს 13 ოქტომბერს მადრიდში გადასცემენ.

ფეხბურთი, ინტერვიუ, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ