ყველა სპორტული სიახლე

”თბილისი” “ლიტვის თასის” ვერცხლის მედალოსანია

4-6 დეკემბერს წყალბურთის კლუბი “თბილისი” ლიტვაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე “ლიტვის თასი” მიიღო მონაწეილეობა. ტურნირში ასევე მონაწილეობდენ: ლიტვის, ლატვიის, მოლდოვას, ბელორუსისა და უკრაინის კლუბები.

4 დეკემერს გამართულ პირველ მატჩში ქარველებმა ბელორუსის კლუბს 10:6 სძლიეს, 5 დეკემბერს კი ჩვენმა გუნდმა ლიტვას მოუგო 8:5 და მოლდოვასთან დამარცხდა – 9:13. 6-ში ქართულმა კლუბმა ორი თამაში მოიგო: ლატვიასთან – 19:6 და უკრაინასთან – 18:4.

ტურნირის საბოლოო შედეგებით, “თბილისმა” მეორე ადგილი დაიკავა და და ვერცხლის მედლები მოიპოვა, შეჯიბრის საუკეთესო მოთამაშედ კი მიხეილ ბაღათურია აღიარეს. “თბილისის” შემადგენლობა “ლიტვის თასზე”: ირაკლი რაზმაძე, ალექსანდე ნამორაძე, ბექა ქენქაძე, მიხეილ ბაღათურია, გურამ კოტარია, ზურა ქურჩიშვილი, გიორგი ხაშილაძე, გიორგი ცანკაშვილი, გივი სულაძე, ლუკა ბუღაძე, კოტე კოტია, დავით ჩოდრიშვილი, კოკა გიორგაძე.

გალაქტიონ ლაითაძე (“თბილისის” მწვრთნელი): “საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ კლუბები არ იღებდნენ მონაწილეობას, მოლდოვა ნაკრებით იყო ჩამოსული და ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, ამის გამო, მეორე ადგილზე გავედით. ჩვენმა ბიჭებმა შესაძლებლობების 80% გამოავლინეს. დღეში ორი თამაშის ჩატარება გვიხდებოდა სამ საათიანი ინტერვალით. ზოგადად, ქართულმა გუნდმა კარგი სახელი დატოვა და ჩვენს მიმართ ინტერესიც ბევრად გაიზარდა”.

https://www.facebook.com/waterpolo.georgia.5?fref=ts

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31