ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები 15 დეკემბერს შეიკრიბება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 15 დეკემბერს დაიწყებს. იოვან პოპოვიჩის გუნდის ნაწილი “ოლიმპიკის“ საცურაო აუზში ახლაც ვარჯიშობს, სრული შემადგენლობით მზადებას კი ხვალიდან შეუდგება.

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე წყალბურთელებს, ლეგიონერები ანდრო ბითაძე (ესპანეთი), რეზო იმნაიშვილი (უნგრეთი), მარკო ელაჩა (იტალია), ივან სტრუიჩი (ხორვატია) და მარკო ელეზი (იტალია) დაემატებიან.

საქართველოს ნაკრები თბილისურ შეკრებას 23 დეკემბერს დაასრულებს, ცოტას დაისვენებს და 28-30 დეკემბერს თურქეთში, “სტამბოლის თასზე“ ითამაშებს, მეტოქეებად კი თურქეთი, რუმინეთი და ჰოლანდია ეყოლება.

ტურნირის შემდეგ წყალბურთელები სახლებს დაუბრუნდებიან და 3 იანვარს ამსტერდამში დასკვნით შეკრებაზე წავლენ, სადაც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ტესტმატჩებსაც გამართავენ. ეროვნული ნაკრები 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადს ესტუმრება. 10-ში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

შეგახსენებთ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ